ყურადღება - ციტატები, გამონათქვამები
ყურადღება - ციტატები, გამონათქვამები ყურადღება, გამონათქვამები, ციტატები
ნათელი სული მიდრეკილია სიმშვიდისაკენ, სიმშვიდე - მაღალგონიერებისაკენ, სრულყოფილი გონება საშუალებას იძლევა ერთი მიმართულებით წარიმართოს ჩვენი ყურადღება, რაცაა წყარო შორსმჭვრეტელობისა. შორსმჭვრეტელობა სულის თვისებაა.
უნდა მივეჩვიოთ გონების მობილიზაციას, ყურადღების მოკრებას, უნდა ვისწავლოთ აზროვნების კულტურა.
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ... იხილეთ სრულად
როცა კაცი ცოდვებისგან განწმენდილი და საკუთარი თავის მიმართ ყურადღებიანია, მასში ღვთის მადლი მეფობს და ღვთაებრივი სიკეთე ამშვენებს.
ყურადღება ისე განუშორებლად უნდა იყოს ლოცვასთან შეერთებული, როგორც სული ხორცთან.
გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.