განმარტოება - ციტატები, გამონათქვამები
თუ ლოცვის, სიმდაბლისა და გლოვის მეშვეობით საკუთარ თავში ჩაიკეტები, სულიერ საგანძურს აღმოაჩენ, ოღონდ განეშორე ამპარტავნებას და განკითხვას.
მოდით, ჯვარცმულის უძლეველი ძალის რწმენით, უბრალოებით მივეცეთ განმარტოებული ცხოვრების ღვაწლს და მაცხოვრის უხრწნელ ფეხებს მადლიერებისა და სიხარულის ცრემლებით ვემთხვიოთ.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი.
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრ... იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ... იხილეთ სრულად
განმარტოება სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდები... იხილეთ სრულად