სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში, იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერობისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ... იხილეთ სრულად
თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი "მეს" წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ.
ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.
უფალი ბრძანებს: "რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?" (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომა... იხილეთ სრულად
ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.