სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა ხატება და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მ... იხილეთ სრულად
ოქრო და ვერცხლი უცეცხლოდ არ განიწმინდება; ასევე სულიც, მწუხარებებისა და განსაცდელების გარეშე ვერ განიწმინდება ცოდვილი ვნებებისგან.
უბედურებანი ისევე აუცილებელი და სათნომყოფელია სულისთვის, როგორც - ქარიშხალი და ხილული ბუნებისთვის.
დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო.
სიმშვიდე და უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.
როგორც ახალი და სუფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება.
როცა სული ღმრთისა გამეფდება ჩვენს სულებში, წყდება ყველაფერი, რაც ჩვენგანაა და მოდის ყველაფერი, რაც უფლისგანაა. ვიდრე ჩვენში ჩვენი გრძნობისმიერი ფიქრები, მიწიერი სურვილები და თავნებობა მეფობენ, უფლის სამეფო კი არ იქნება, არამედ წყვ... იხილეთ სრულად