ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როცა რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენი ქედმაღლობა ისე წამოყოფს თავს, თითქოს ცა და ქვეყანა შეგვექმნას. ღმერთმა კი ყოველივე არარსებულისგან შექმნა და, მიუხედავად ამისა, ასე დაიმდაბლა თავი!
მხოლოდ ღმერთში იპოვი ნამდვილ ბედნიერებასა და სიხარულს, რადგან ამ ყველაფრის წყარო უცვალებელი და ჭეშმარიტი ღმერთია.
ქრისტემ გვიბრძანა, ჩვენს მტრებს დღეში „სამეოც და ათ შვიდ გზის“ (მათ. 18, 22) შევუნდოთ. მით უმეტეს, შეგვინდობს თვითონ უფალი, მიმტევებლობის უფსკრული!
შვილო, რაც უფრო ღრმად ჩასწვდები ღვთის მოწყალებას, მით მეტი სიყვარულით გაერთიანდები მასთან. და რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდები ღვთაებრივი დიდებულების მშვენიერებას, იმდენად შეიცნობ საკუთარ არარაობას, რაც შესაბამისად აღგამაღლებს სულიერ შ... იხილეთ სრულად
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის ... იხილეთ სრულად
უმნიშვნელოდ გვსჯის, რომ სიმდაბლით დაგვიცვას, რადგან იცის, რა ადვილად იცვლება, რა ადვილად მიიქცევა ბოროტისკენ ჩვენი სუსტი ადამიანური ბუნება. ის მამობრივი მზრუნველობით გვწვრთნის და სიყვარულით გვსჯის, რომ ურყევი სიბრძნე შევიძინოთ.
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმი... იხილეთ სრულად