მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებების დაცვა, გამონათქვამები
ღმერთი მიკერძოებული არ არის. წმინდა გულითა და სუფთა სინდისით მისი მცნებების აღმსრულებლებს აჯილდოებს, ანუგეშებს და ცხონების იმედს აძლევს.
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
თუ ჩვენი ნებასურვილი ბოროტისკენ უფრო მიიდრიკება, ღვთის მცნებებს აღარ ვემორჩილებით. ღმერთმა ჩვენ თავისუფალი ნება მოგვანიჭა და ამ თავისუფალ ნებას შეუძლებელია სხვები მართავდნენ.