ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და... იხილეთ სრულად
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლებ... იხილეთ სრულად
როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვ... იხილეთ სრულად
ო, ავადმყოფობა! მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია. როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს ... იხილეთ სრულად
მრავალი მინახავს რაიმე სნეულებით გაწამებული, თითქოს ეპიტიმია დადებულნი, ამ გზით განიწმიდებოდნენ სულიერი ვნებებისაგან.
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
დედაკაცის ხილვისას გონება და გრძნობები უნდა დაიცვა ყოველგვარი უკრძალველი გართობისა და მოძრაობებისგან, განსაკუთრებით არაფერი თქვა წინდაუხედავად და ისწრაფე განერიდო მათ კრებულს. თუ მოღვაწეს დემონური საცთურით აღძრული წარმოდგენები აცთ... იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახ... იხილეთ სრულად