391. ხშირად ისე ხდება, რომ როცა ღვთის შიში მახსენდება და ვიხსენებ სამსჯავროს, მაშინვე გული მილბება. როგორ მოვიქცე, რომ ეს სულ მახსოვდეს?
იხილეთ სრულად
ასეთი გახსენების დროს, ანუ როდესაც ცნობით ან უმეცრებით შესცოდავ და გულის დარბილებას იგრძნობ, ყურადღებით იყავი, ეს ეშმაკისაგან არ იყოს, რათა უფრო მეტად არ განისაჯო. ხოლო თუ მკითხავ: როგორ განვასხვავო ჭეშმარიტი ხსოვნა ეშმაკეულისაგან, მოისმინე: როდესაც გონებაში ასეთი ხსოვნა აღგეძვრება და შენ საქმით ცდილობ გამოსწორდე, მაშინ ეს ჭეშმარიტი ხსოვნაა, რომლის მეშვეობითაც ცოდვები მოგეტევება. ხოლო როდესაც ხედავ, რომ ღვთის შიშის და სამსჯავროს გახსენების და დარ...
link
390. როგორ მივაღწიო ჩემ სასტიკ გულში ღვთის შიშის შეურყეველ დამკვიდრებას? ზოგჯერ ასეთი რამეც მემართება, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საქმე არ მაქვს დასრულებული, თითქოს-და ღვთის შიშის საბაბით, გონებით სხვა საქმეზე გადავდივარ; ამიხსენი მამაო: კარგია ეს, თუ არა?
იხილეთ სრულად
მას, ვისაც სურს საკუთარ გულში ყოველთვის ღვთის ურყევი შიში ჰქონდეს, ეს შემდეგი მაგალითიდან შეუძლია გაიაზროს (თუ როგორ მიაღწიოს ამას): როცა ვინმე სადმე წასვლას მოისურვებს, ჩექმებს იცვამს. წერილი კი ამბობს, რომ ჩექმების ჩაცმა მზადყოფნის ნიშანია (ეფეს.6,15); და ასევე დაწერილია: "განვემზადე და არა შევსძრწუნდი"(ფსალ.118,60). მაშასადამე, ვინც მოსალოდნელ საქმეს ხედავს, მან სულიერი მზადყოფნის მაგალითი ფიზიკური მზადყოფნიდან უნდა იაღოს და სულიერი ჩექმები ჩა...
link
950. როდის დაინახავს ადამიანი თავის ცოდვებს?
1. შიში ღმრთისაი გაქუნდინ და სურვილი, და ყოველთა მიმართ განწმენდილად იხუმევდ, წამებასა სვინდისისასა
608. რა თვისებებს ავლენს ის ადამიანი, ვისაც არა აქვს ღვთის შიში?
იხილეთ სრულად
ვისაც არა აქვს ღვთის შიში, მუდამ განცხრომა–განსვენებას ეძებს, ძილით ვერ ძღება და საქმისათვის წამოდგომა ეზარება, მცონარეობის ჭურჭლად იქცევა, ხორცთა ნებას იგემოვნებს და ამა სოფლის ყოველგვარ შვებას სიტკბოებით შეიწყნარებს. არ ეშინია უფლის მოსვლის, საღმრთო საქმე უმძიმს, შრომას ერიდება, მშრომელთ აძაგებს, მდაბალთ გმობს და ამპარტავანთ აქებს. თავხედთა და მზვაობართა მეგობარია.
link
600. რა საშუალება გვეხმარება იმაში, რომ ღმერთი გვახსოვდეს?
იხილეთ სრულად
უფრო უკეთ რომ დავეჩვიოთ ღმერთის ხსოვნას, ამისათვის მოშურნე ქრისტიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული საშუალება, კერძოდ, – განუწყვეტელი განმეორება მოკლე ლოცვისა. უმეტესად ესაა – უფალო შემიწყალე! ან იესოს ლოცვა... თუკი აქამდე არ მიმართავდით მას, მოდი, დღეიდან შეუდექით ამ ლოცვის შესრულებას. დადიხარ, ზიხარ, მუშაობ, ჭამ თუ დასაძინებლად წვები, მუდამ იმეორე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! ხანგრძლივი განმეორების შემდეგ ეს სიტყვები ისე მი...
link
599. როგორ უნდა გვახსოვდეს ღმერთი?
იხილეთ სრულად
აქ განსაკუთრებული არაფერი მოითხოვება. საჭიროა მხოლოდ აღვიჭურვოთ იმის ხსოვნით, რომ უფალი არის ჩვენში, ჩვენს მახლობლად და გვხედავს ჩვენ... რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ახლოა უფალი და გიმზერთ თქვენ. როდესაც ამას დაეჩვევით, ან ჯერ კიდევ მცირედ შეუდგებით განმსჭვალვას ამგვარი ხსოვნით, მაშინ იხილავთ, თუ რა მაცხოვნებელ ზემოქმედებას ახდენს იგი სულში. მხოლოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისე კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი, როგორც ყველა სხვა სა...
link
401. როგორ შეიძლება შევიძინოთ ღვთის სიყვარული?
იხილეთ სრულად
შეუძლებელია შიშის გარეშე მიწვდომა სიყვარულისა... ეს მყრალი ზღვა, რომელიც ჩვენსა და სამოთხეს შორის არის დადებული, შეგვიძლია გადავიაროთ მხოლოდ სინანულის ხომალდით, რომელშიც ისხდებიან ღვთის შიშის მეხომალდეები. შიში შეგვიყვანს ჩვენ იმ სინანულის ხომალდში, გადაგვატარებს ამა ქვეყნის მყრალ ზღვას და შეგვიყვანს საღმრთო ნავსადგურში – რომელიც არის სიყვარული.
link
359. რა კავშირშია შიში სიყვარულთან?
269. როგორია ღვთისმოშიში კაცი?