უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე ... იხილეთ სრულად
დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.
მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა.
ქრისტე აღდგა! ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა. ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მო... იხილეთ სრულად