სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერა...
იხილეთ სრულად
სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და
იხილეთ სრულად
წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და უზრუნველობას დაიმარხავს და სულიერ მოვალეობებს შეასრულებს; თუკი საკუთარ თავს სისტემატურად გამოიძიებს და შეაფასებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს
დასაწყისში ქრისტესმიერ ცხოვრებას დიდი შრომა სჭირდება და თან სხვადასხვა განსაცდელი ახლავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მცირდება და სულიერი ნუგეში მოდის – ღვთის მადლის მოხილვის ჟამს სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდი.
სქემაში აღკვეცის დროს მადლი ზოგს დიდად მოიხილავს, ზოგს – მცირედ, თუმცა ეს მონაზვნის მომავალ ცხოვრებაზე არ მეტყველებს. ანგელოზებრივი სქემის მადლი თავიდან ზოგმა საერთოდ ვერ იგრძნო, თუმცა შემდგომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. სხვ...
იხილეთ სრულად
სქემაში აღკვეცის დროს მადლი ზოგს დიდად მოიხილავს, ზოგს – მცირედ, თუმცა ეს მონაზვნის მომავალ ცხოვრებაზე არ მეტყველებს.ანგელოზებრივი სქემის მადლი თავიდან ზოგმა საერთოდ ვერ იგრძნო, თუმცა შემდგომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. სხვებთან კი საწინააღმდეგო მოხდა.
მონაზვნური ცხოვრება ძალიან ლამაზი და ტკბილია. ოღონდ, საუბედუროდ, ჩვენი უძლურება და ვნებები ხანდახან მას რთულად წარმოგვიდგენენ. რაც უფრო მეტად შეიმეცნებს და შეიგრძნობს ღმერთს ადამიანი, მით უფრო მიმზიდველად ხედავს მონაზვნურ ცხოვრ...
იხილეთ სრულად
მონაზვნური ცხოვრება ძალიან ლამაზი და ტკბილია. ოღონდ, საუბედუროდ, ჩვენი უძლურება და ვნებები ხანდახან მას რთულად წარმოგვიდგენენ.რაც უფრო მეტად შეიმეცნებს და შეიგრძნობს ღმერთს ადამიანი, მით უფრო მიმზიდველად ხედავს მონაზვნურ ცხოვრებას, რადგან ზეციურ მადლსა და უფლის ტკბილ სიყვარულს განიცდის და იგემებს.