როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმ...
იხილეთ სრულად
როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რი...
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული...
იხილეთ სრულად
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სი...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს.
ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი.
71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს ...
იხილეთ სრულად
71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლო იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, მაინც უარს არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდე...
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძ...
იხილეთ სრულად
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძვირადმახსენებლობისაგან და ღირს ეყავი სრულყოფილი, დიადი სიყვარულის მოპოვებისა, რომელსაც ვერ იტვირთავს ის, ვისაც თანასწორად არ უყვარს ყველა ადამიანი, მსგავსად უფლისა, ყველა ერთნაირად რომ უყვარს და "რომელსა ყოველთა კაცთა ჰნ...
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელშ...
იხილეთ სრულად
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელში და მოაქცევს. ასევე კეთილგონიერ და უბიწო ადამიანსაც თანაბრად უყვარს ყველა: კეთილი - მისი ბუნებისა და ნების კეთილად წარმართვისათვის, ხოლო უკეთური - როგორც მისი ბუნების, ასევე მისდამი თანაგრძნობის გამო, წყალობს მას, როგორ...
რატომ აყენებს მაცხოვარი მოყვასისადმი სიყვარულს ასე მაღლა? იმიტომ, რომ ადამიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია; ჩვენ ვართ ხატი ღვთისა და ამით ვენათესავებით მას. ყოველი ქრისტიანი კი ტაძარია სულისა წმიდისა, სახლი უფლისა.