ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ღვთის სიყვარულს, რომელშიც გაერთიანებულია ყოვლისმომცველი სიყვარული მამისა, თავშეწირული სიყვარული ძისა და განმანათლებელი სიყვარული სულისა წმიდისა, კაცობრიობა შვილის სიყვარულით უნდა პასუხობდეს. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბო... იხილეთ სრულად
თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. "რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხ... იხილეთ სრულად
შობა ქრისტესი - ეს არის მისტიური აქტი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით. იგია გამოვლინება ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისა; აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.
ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმ... იხილეთ სრულად
მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბეთლემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი ა... იხილეთ სრულად