დიდი მადლია, დიდი სიკეთე, მიეცე ღმერთის ნებას. სულში მაშინ მხოლოდ უფალი, არ არის სხვა ფიქრები და იგი სუფთა გონებით ლოცულობს, გრძნობს ღმერთის სიყვარულს, თუმცა სხეულით იტანჯება. როცა სული მთლიანად მიეცემა უფლის ნებას, მაშინ თვითონ უ...
იხილეთ სრულად
დიდი მადლია, დიდი სიკეთე, მიეცე ღმერთის ნებას. სულში მაშინ მხოლოდ უფალი, არ არის სხვა ფიქრები და იგი სუფთა გონებით ლოცულობს, გრძნობს ღმერთის სიყვარულს, თუმცა სხეულით იტანჯება. როცა სული მთლიანად მიეცემა უფლის ნებას, მაშინ თვითონ უფალი ასწავლის მას ყველაფერს, ხელმძღვანელობს მას და სულიც უშუალოდ სწავლობს ღმერთისგან, ადრე კი რჩევას იღებდა მასწავლებლებისაგან წერილით.
link
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმ...
იხილეთ სრულად
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ ...
link
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უ...
იხილეთ სრულად
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ განგებ ამყოფებს თავს სიბნელეში.
link
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს
link
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყ...
იხილეთ სრულად
ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს.
link
ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც არ უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც არ უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობილი. რაც იქნება - იქნება. და იქნება ის, რასაც ღმერთი მომცემს, და რაც ჩემს ღმერთს უნდა, ის მინდა მეც".
link
რაც ჩვენთვის სასარგებლოა, სწორედ ის სურს ღმერთს, და რაც ღმერთს უნდა, ჩვენთვის სასარგებლოა
რაც ღმერთს უნდა ჩვენთვის, სწორედ ის არის ჩვენთვის საუკეთესო
ნუ ისურვებ, რომ მოხდეს ის, რაც თავად გსურს, არამედ ისურვე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. შენ ის უნდა გინდოდეს, რაც უფალს უნდა
ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს