ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩ...
იხილეთ სრულად
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს.
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომას ანგელოზნი უგალობენ, ზეიმობს ზეცა და დედამიწა, იშვებს ადამი და იხარებს ევა, ღვთისმშობელი და მოციქულთა დასი, წმიდათა კრებული და მათთან ერთად ყოველნი მორწმუნენი და მადიდებელნი ქრისტესნი, ანუ იგინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში.
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად...
იხილეთ სრულად
"სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!
ქრისტე აღდგა! აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ! აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ...
იხილეთ სრულად
ქრისტე აღდგა!აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ!აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ (იოვანე 3,15).
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს.
კვლავ იმედითა და სიხარულით ვეგებებით მაცხოვრის აღდგომის დაუღამებელ დღეს, ვეგებებით მას, როგორც ზეიმს სულიწმიდისა, ზატიკს სიყვარულისა, დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა – სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი. ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!