წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ყოველსა ცოდვასა აქვს დამარღვეველი და გამაფუჭებელი მოქმედება სულსა და ხორცსა ზედა კაცისასა; ყოველი ცოდვა გააჩენს ჩვენში რომელსამე ვნებასა და ზიანსა: დიდი ცოდვა დიდს უბედურებას შეამთხვევს კაცსა, მცირედი ცოდვა მცირესა ვნებასა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვა ყოველთვის კაცის ბუნებაში ისრე მოქმედებს, ვითარცა საწამლავი, გააფუჭებს და წაახდენს მას, არა თუ მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლის კაცსა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი, უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდა უცნობელად და უნებრივად უნდა მქონდეს მე გულში; გარნა, უკეთუ მე წინათვე მოვამზადებ თავსა ჩემსა მწუხარებისა და ტირილისათვის, უკეთუ მე ვეტყვი ჩემს თავს: აქ და ამ დროს მე უნდა ვიტირო და ცრემლები ვღვარო, რასაკვირველია, რომ ეს არის ფარისევლობა და ვინც ამას ხშირად იქმს, იგი სხვათაცა შინა საქმეთა მიეჩვევა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა.
მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იციან მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის, ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთესია, შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზიც მკითხავი და მისი სიცრუეა
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისადმი. მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვენითა სარწმუნოებითა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი