წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამატყუებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშამრიტი მარხვა არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გავსწავლის: კაცნი, რომელიც მოიკლებენ საჭმელსა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის. ჭეშმარიტი სრული მარხვა ძმათა, მოძულეთა და მტერთა ბრალთა მიტევებაში მდგომარეობს. ასევე ჭეშმარიტი მარხვა ქველმოქმედება და მოწყალებაცაა.
აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისთვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა. სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირველად გაჩნდება გულსა შინა ჩვენსა და გულისაგან გამოვა გარეშე სიტყვათა და საქმეთა შინა ჩვენთა. ხოლო სარწმუნოება თანამედროვეთა მაცხოვრისათა, რომელნი ხედვიდენ მას თვალითა თვისითა, გაუჩნდებოდა ხედვისაგან და მერმე შევიდოდა გულსა შინა მათსა. ადვილი იყო მათთვის რწმენა, ოდეს იგინი ხედვიდნენ თვალითა თვისითა დიდთა სასწაულთა: ბრმისა განკურნებასა, განრღვეულისა განმტკიცებასა, მკვდრის აღდგომასა; არა ძნელ იყო რწმენა მაცხოვრისა მათთვის, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ საღმრთოსა მისსა სახესა, ყურითა თვისითა ისმენდნენ ზეციურსა ხმასა, პირისა მისისაგან მიიღებდნენ დარიგებასა; საკმაო იყო, ზოგჯერ, ერთი მხოლოდ შეხედვა მისისა ღვთაებრივისა სახისა, რომ ეთქვა კაცს: სწორედ იგი არს ძე ღვთისა. ხოლო, აწ ჩვენ ვართ მოკლებულ ამათ ყოველთა, ჩვენ მხოლოდ წიგნთაგან შევიტყობთ მისთა სიტყვათა და ჰაზრთა; ამისთვისცა სარწმუნოება ჩვენი მოითხოვს ჩვენგან უმეტესსა გულსმოდგინებასა და მხნეობასა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29). ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწამს იგი გულითა და სულით, მივიღებთ ნეტარებასა ამას აღთქმულსა მაცხოვრისაგან.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი