ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
„ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12, 12). ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელობა სჭირდება.
მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერ... იხილეთ სრულად
ღვთის მეუფება და განგებულება განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა ადამიანს ლოცვის განცდა, თუნდაც ის მის მოპოვებას არც კი ცდილობდეს.
როცა ადამიანი გულისსიტყვების გამო ლოცვას მრავალჯერ დაკარგავს, წლების შემდეგ მას ბუნებრივად მიეცემა შინაგანი პასუხი, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება ლოცვის მოპოვება.
ადამიანისთვის დროდადრო ლოცვის დაკარგვა სასარგებლოა, სიმდაბლის ეს გაკვეთილი კარგად რომ ისწავლოს.