წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ამ გზით ადამიანი თავის პირველსახესთან ამყარებს კონტაქტს!
ამ გზით ადამიანი თავის პირველსახესთან ამყარებს კონტაქტს!
დაე, მთელი შენი სული სიყვარულით მიეჯაჭვოს ლოცვაში ჩადებულ აზრს, რომ შენი გონება, შინაგანი მეტყველება და ნება – შენი სულის ეს სამი შემადგენელი ნაწილი გახდეს ერთი მთელი და ერთი გახდეს სამი; რადგან ამ გზით ადამიანი, რომელიც წმინდა სამების ხატებას წარმოადგენს, თავის პირველსახესთან ამყარებს კონტაქტს და უერთდება მას. როგორც გონიერი ლოცვის მასწავლებელმა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა, ღვთაებრივმა გრიგოლ პალამამ თქვა: „როცა ერთი გონება გახდება სამობითი და დარჩება მაინც ერთი მთლიანი, მაშინ ის უერთდება ღვთაებრივ საწყის ერთარსება სამებას, ის უკეტავს კარს ყოველგვარ წარმოდგენას და გახდება ხორცზე, ამ სოფელზე და სოფლისმპყრობელზე აღმატებული“.