იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღი...
იხილეთ სრულად
იფიქრე საყვარელო, იმ სარგებელის შესახებ, რომელსაც საღმრთო ევქარისტია გაძლევს, ამ ძღვენს "ზიარება" ეწოდება. მისი საშუალებით ვხდებით ყოველგვარი მადლის ზიარნი, უპირველეს ყოვლისა კი – ქრისტეს მეუფებისა. ამის შესახებ ბრძანებს სწორედ ღირსი ისიდორე პელუზიელი: "ღვთაებრივი საიდუმლოების მიღებას "ზიარება" იმიტომ ეწოდება, რომ მისი საშუალებით გვებოძება ერთობა ქრისტესთან და მისი მეუფების თანაზიარნი ვხდებით".
link
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი ა...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთს...
link
წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილ...
იხილეთ სრულად
წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! "აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ" (I კორ. 6, 15).
link
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვ...
იხილეთ სრულად
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღე...
link
საღმრთო ევქარისტიის დიდებულების შესახებ
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თა...
იხილეთ სრულად
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თავთან.
link
მწვალებელი მესვეტის შერცხვენა
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენ...
იხილეთ სრულად
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენს საკუთარ სხეულში ჩვეულებრივ როგორ გადაიქცევა პური ხორცად და ღვინო - სისხლად.
link