წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილ...
იხილეთ სრულად
წმიდა საიდუმლოსთან ზიარებისას უთხარი საკუთარ თავს: ახლა მე გავხდი ტაძარი, რომელშიც თვით ღმერთია დავანებული. როგორ შემიძლია, ამის შემდეგ საკუთარი თავი ცოდვის სადგურად ვაქციო?! მე შევუერთდი ღმერთს, როგორ შემიძლია, ჩემი სხეულის ნაწილები მეძავის ნაწილებად ვაქციო?! "აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძავის? ნუ იყოფინ" (I კორ. 6, 15).
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვ...
იხილეთ სრულად
"ქრისტეს უწმიდესი ხორცი ავადმყოფებს კურნავს, ჯანმრთელებს აძლიერებს, უძლურებს განამტკიცებს. მისი საშუალებით უფრო მოსწრაფენი ვხდებით ჩვენი გამოსწორების საქმისადმი, უფრო მომთმენნი შრომაში, უფრო მხურვალენი ღვთის სიყვარულში". ბოლოს, ღვთაებრივი ზიარებით ქრისტე ჩვენში დებს უკვდავების თესლს, როგორც ამის შესახებ თვითონ ბრძანებს: "ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და მე აღვადგინო იგი უკუნაისკნელსა მას დღე...
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თა...
იხილეთ სრულად
უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თავთან.
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენ...
იხილეთ სრულად
გარდაქცევის ანუ გარდაქმნის სასწაული, რომელიც პურისა და ღვინოს ღმერთკაცის ყოვლადწმიდა ხორცად და სისხლად გადაქცევით აღესრულება ზიარების საიდუმლოში, მიუწვდომელად (ე.ი. წარმოუდგენლად) არ უნდა მოგვეჩვენოს, მაშინ, როდესაც ვხედავთ - ჩვენს საკუთარ სხეულში ჩვეულებრივ როგორ გადაიქცევა პური ხორცად და ღვინო - სისხლად.
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოა...
იხილეთ სრულად
თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოადგენენ, მაშინ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მას უნდა ჰკითხოს: "შეუძლია ღმერთს, შექმნას რაიმე ადამიანზე უმეტესი და მის გონებაზე აღმატებული?" და როდესაც იგი მიუგებს - დიახ! მაშინ კვლავ ჰკითხოს: "მაშ რად ვერ შესძლებს იგი, თავ...
მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო გამოირჩა დედად ღვთისა, როდესაც თავის წიაღში იტვირთა მაცხოვარი, მან მადლიერების მწვერვალზე მყოფმა იღაღადა: "ყო ჩემთანა დიდებულილ ძლიერმან" (ლუკ. 1, 49). განა ამასვე არ უნდა ამბობდეს ის ქრისტი...
იხილეთ სრულად
მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო გამოირჩა დედად ღვთისა, როდესაც თავის წიაღში იტვირთა მაცხოვარი, მან მადლიერების მწვერვალზე მყოფმა იღაღადა: "ყო ჩემთანა დიდებულილ ძლიერმან" (ლუკ. 1, 49). განა ამასვე არ უნდა ამბობდეს ის ქრისტიანი, რომლის სულიც ტერტულიანეს თქმით, საღვთო ტრაპეზის მიღების შემდეგ თვით ღვთის მიერ არის გაპოხიერებული?!
ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი გახდი? რაგვარი ტრაპეზით საზრდოობ? რასაც ძრწოლით უცქერენ ანგელოზები და მისგან გამომავალი ბრწყინვალების გამო თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, სწორედ ამით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ვხდ...
იხილეთ სრულად
ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი გახდი? რაგვარი ტრაპეზით საზრდოობ? რასაც ძრწოლით უცქერენ ანგელოზები და მისგან გამომავალი ბრწყინვალების გამო თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, სწორედ ამით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ვხდებით ერთხორცი და ერთი სხეული ქრისტესი; "ვიდრე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელყვნეს ყოველი ქებულებანი მისნი?" (ფს. 105, 2).