სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია მტვერს შეერიოს; ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული. ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება დ...
იხილეთ სრულად
სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია მტვერს შეერიოს; ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული. ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება და მასში უხილავი ღვთაებრივი ნაკადი - სული წარმართა, რითაც თავის სიცოცხლესთან წილნაყარი გამხადა.
სული უსაზღვროდ ძვირფასია, და ეს სავსებით ნათელია. როცა ქსოვილს ვრეცხავთ, ისეთ საპონს არ ვხმარობთ, რომელიც ქსოვილზე ძვირფასია, არამედ ისეთს, რომელიც იაფია, ან ქსოვილის ღირებულებისა. მაგრამ რით განიბანა და განიწმინდა ადამიანის სული?...
იხილეთ სრულად
სული უსაზღვროდ ძვირფასია, და ეს სავსებით ნათელია. როცა ქსოვილს ვრეცხავთ, ისეთ საპონს არ ვხმარობთ, რომელიც ქსოვილზე ძვირფასია, არამედ ისეთს, რომელიც იაფია, ან ქსოვილის ღირებულებისა. მაგრამ რით განიბანა და განიწმინდა ადამიანის სული? - უფლის სისხლით. რა ღირს უფლის სისხლი? -ფასდაუდებელია. მაშასადამე, ფასდაუდებელია დამიანის სულიც, რომელიც უფლის სისხლით არის განბანილი.
სული უნდა შევინახოთ და ყოველნაირად დავიცვათ, რათა ბილწ და ბოროტ აზრებთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. როგორც სხეული სხვა სხეულთან შეერთებისას უწმინდურობით სნეულდება, ასევე იხრწნება სული ბილწი და ბოროტი აზრების შეთვისებით და ამავდროულად ...
იხილეთ სრულად
სული უნდა შევინახოთ და ყოველნაირად დავიცვათ, რათა ბილწ და ბოროტ აზრებთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. როგორც სხეული სხვა სხეულთან შეერთებისას უწმინდურობით სნეულდება, ასევე იხრწნება სული ბილწი და ბოროტი აზრების შეთვისებით და ამავდროულად მასზე თანხმობით. იცოდე, რომ სულში უწმაწური აზრების ქმედებით ფარულად მიმდინარეობს ხრწნა და ცდუნება.
სულის მთავარი ძალებია: ნება, გონიერება და გრძნობა. ნება იმაში უნდა ვავარჯიშოთ, რომ თავი ვაიძულოთ დავემორჩილოთ გონიერებას და არა ნებას. ნება გონების მოკავშირე უნდა იყოს და არა ემოციების და განწყობილებისა. გრძნობა უნდა გავწვრთნათ, გ...
იხილეთ სრულად
სულის მთავარი ძალებია: ნება, გონიერება და გრძნობა. ნება იმაში უნდა ვავარჯიშოთ, რომ თავი ვაიძულოთ დავემორჩილოთ გონიერებას და არა ნებას. ნება გონების მოკავშირე უნდა იყოს და არა ემოციების და განწყობილებისა. გრძნობა უნდა გავწვრთნათ, განვწმინდოთ ვნებებისა და ბრმა მიკერძოებისაგან.
სულის ბუნების შესახებ მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია. სული ადამიანს, მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედვით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად...
იხილეთ სრულად
სულის ბუნების შესახებ მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია. სული ადამიანს, მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედვით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად განსხვავებული. იგი არამიწიერია და გააჩნია არაამქვეყნიური, ზეციური ბუნება.
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამი...
იხილეთ სრულად
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამიანს სულების სულიერი ხედვის უნარი მიენიჭება და გრძნობადი სატყუარა და ცდუნება მისთვის უკვე ნაკლებად საშიში გახდბა, გამოცდილება და ცოდნა კი დიდად სასარგებლო. ხილული სიკვდილის საშუალებით, სულისა და ხორცის გაყრისას, ჩვენ კვლა...
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს?! - საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის....
იხილეთ სრულად
რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს?! - საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის. ადამიანში ორი "შემადგენელია", ეს არის სხეული და სამშვინველი. თვით სამშვინველში ის ძალა, ის უნარია, რასაც სული ეწოდება. ეს მარადისობისაკენ მიქცევაა. ცოდვამ სული და სამშვინველი გააცალკევა ერთმანეთისგან, ერთურთს დააპირისპი...