13. არ შეიძლება ღვთის მოყვარულს ყველა ადამიანი ისე არ უყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, თუმცა არ შეიწყნარებს იმათ ვნებებს, რომელნიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან. მაგრამ, როცა ხედავს მათ მოქცევასა და გამოსწორებას, უდიდესი და გამოუთქმელი...
იხილეთ სრულად
13. არ შეიძლება ღვთის მოყვარულს ყველა ადამიანი ისე არ უყვარდეს, როგორც საკუთარი თავი, თუმცა არ შეიწყნარებს იმათ ვნებებს, რომელნიც ჯერ კიდევ არ განწმენდილან. მაგრამ, როცა ხედავს მათ მოქცევასა და გამოსწორებას, უდიდესი და გამოუთქმელი სიხარულით ივსება.
link
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათ...
იხილეთ სრულად
3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება.
link
რას ნიშნავს წინ აღუდგე ვნებებს?
როგორ მოვიქცეთ, თუ ვნება გულში შემოგვეპარა?
რა ვქნათ, როცა ვნება შემოიჭრება?
კიდევ როგორ ვებრძოლოთ ვნებებს?
თუ შეიძლება გვითხრათ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებებს?
რა სარგებლობა მოაქვს სულისთვის წმიდა წიგნების კითხვას?
თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის ს...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის საკმარისია მხოლოდ, რომ მან იგი საკუთარი ვნებებისა და მზაკვარის წინააღმდეგ მიმართოს.
link
მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.