სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები
სიბრძნე - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ციტატები
შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისათვის, რომ სხვებს ასწავლო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭკვიანი იქნები.
იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით.
ის კი არ არის გონიერი, ვინც იმედოვნებს, რომ ბრძენია, არამედ ის, ვინც საკუთარი უმეცრება შეიცნო და ოცნებისაგან განიკურნა.
ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან მისი აზროვნება და მოქმედება ბოროტი ადამიანის მიზეზებისა და მიზნებისათვის სრულიად საწინააღმდეგოა.
ჭეშმარიტი ბრძენი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კარგად გააკეთოს, მაშინ, როდესაც ცრუბრძენი მხოლოდ ერთს ცდილობს - მასზე ამბობდნენ, რომ იგი კარგად აკეთებს.