სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
დაუკვირდით, რომ უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ საუბრობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით იმას, ვინც ზედმეტად აქებს პატიოსნებასა და გულუხვობას, და ნუ დაეძებთ დაცვას იმისგან, ვინც უდროოდ და ყველგან მამაცობაზე საუბრობს.
ზოგიერთი მზად არის, მთელ კაცობრიობას ძმასავით ჩაეხუტოს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ძმასაც არ მოეხვევა.
ზოგიერთს ბაგეზე მეზვერის სიტყვები აკერია, მაგრამ გული და აზრები ფარისევლისა აქვს.
როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება.
არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება ეწოდოს პირფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა.
ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება.
პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში (2 მეფეთა 20, 9-10); ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა.