სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
სხვა საქმეა მოყვასის განკითხვა არასასურველი განწყობით და სხვაა მისი სიყვარულით გონს მოყვანა: პირველს თავი აარიდე და მეორე გააკეთე.
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანის თვალთაგან (1 პეტ. 4, 8).
ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილა... იხილეთ სრულად
მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას.
მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის მაჩვენებელი არ არის, არამედ ადამიანის მიმართ სიძულვილის მიმანიშნებელია.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ბრძენის სწავლება: "ნურასოდეს იტყვი ცუდს მასზე, ვინც იმ წუთას იქ არ არის".