სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნურავის განიკითხავთ დროზე ადრე; ისინი, ვინც ცათა სასუფევლისგან ყველაზე შორს გვგონია და რომლებიც ჩვენ, შესაძლოა, გვძაგს ამის გამო, იქნებ წმიდანები გახდნენ და ოდესმე ამის გამო ჩვენ განგვიკითხონ.
სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი ნურავის ცხონების გამო, ვიდრე ადამიანს ჯერ კიდევ აქვს სინანულის დრო.
ღვთის სამსჯავრო ჯერ არ ყოფილა. მაშ, ნურც შენ განსჯი დროზე ადრე ნურცერთ ადამიანს. შესაძლოა, ცოდვილი გამოსწორდეს, ცუდი კი კეთილი გახდეს.
შენ ხშირად გაუაზრებლად ავსიტყვაობ და სასტიკად განიკითხავ ადამიანს, რომელიც ცხონებასთან შენზე ახლოსაა.
ხდება, რომ ადამიანი აკეთებს საქმეს, რომელიც მის მხილველებს მიუღებლად ეჩვენებათ, მაგრამ იგი მადლიანი განზრახვით ხდება.
ძმის სული ჩემთვის დაკეტილი ტაძარია. მართალია, ვხედავ მის საქმეებს, მაგრამ მისი სულის განწყობა ხომ უცნობია ჩემთვის? ეს კი საქმეში ძალიან ბევრს ნიშნავს: იგი საქციელის ხასიათს ცვლის.
ჩვენ ყველამ ვიცით და ვამბობთ, რომ ადამიანი ხშირად საკუთარ თავს არ ჰგავს - რომ აზრები, გონება, ხასიათი და ყველა ჩვენი სულიერი ნიჭი გრძნობს გავლენას იმ გარემოებებისა, რომლებიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული; ჩვენ კი როგორ განვსჯით ადამ... იხილეთ სრულად