მოყვასის განმკითხველი, როგორც საკუთარ თავში თავმდაბლობისა და თავისი თავისადმი სიფხიზლის გრძნობას მოკლებული, უწინარეს ყოვლისა, თვითონ შეიძლება ჩავარდეს იმ ცოდვებში, რომლების გამოც სხვებს განიკითხავს.
როდესაც ამბა აღათონი რაიმე საქმეს ხედავდა და ზრახვა მას განკითხვისკენ უბიძგებდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა: "აღათონ! ნუ გააკეთებ თვითონაც იმავეს!" და ზრახვა წყნარდებოდა.
თუ რომელიმე ცოდვას არ ჩადიხარ, შესაძლოა, იგი უკვე ჩადენილი გაქვს; თუ არ ჩაგიდენია, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შესცოდო, ვიდრე - შენმა მოყვასმა, რომელსაც ცოდვის გამო განიკითხავ.
თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს...
იხილეთ სრულად
თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს თავდები ვერ იქნები, რომ მათ არ ჩაიდენ.
ვისაც სწამს, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს ღვთის სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს, არავითარ შემთხვევაში არ განიკითხავს მოყვასს, რამეთუ თვითონაც უნდა აგოს პასუხი ღვთის წინაშე ყველა თავისი საქმის გამო.