მძარცველი სხვებს ქონებას ართმევს - ეს შავი სულის საქმეა. უფრო ლამაზი და ადამიანურია ცილისწამების საქმეები, რომლებიც სხვას ართმევენ კეთილ სახელს, ზოგჯერ კი - მთელი ცხოვრების ბედნიერებას.
რამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთხელ წმიდა იოანე საბაიტელი სენაკში იჯდა და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "ვაი მას" (ეს ეხებოდა ძმას, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა)! რის გამოც მას მოაკლ...
იხილეთ სრულად
რამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთხელ წმიდა იოანე საბაიტელი სენაკში იჯდა და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "ვაი მას" (ეს ეხებოდა ძმას, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა)! რის გამოც მას მოაკლდა ღვთის მადლის მფარველობა, რომლის დასაბრუნებლადაც შვიდი წლის განმავლობაში იღვწოდა და ტიროდა.
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულ...
იხილეთ სრულად
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულდეს მისი მაცდუნებელი ეშმაკი. თუ ვინმე სხვას ხრამისკენ უბიძგებს, ჩვენ მას ამის გამო ვკიცხავთ ხოლმე, სწორედ ასეა ამ შემთხვევაშიც.
მოყვასის განმკითხველი, როგორც საკუთარ თავში თავმდაბლობისა და თავისი თავისადმი სიფხიზლის გრძნობას მოკლებული, უწინარეს ყოვლისა, თვითონ შეიძლება ჩავარდეს იმ ცოდვებში, რომლების გამოც სხვებს განიკითხავს.