რატომ განვიკითხავთ მოყვასს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც საკუთარი თავის შეცნობითაა დაკავებული, მას სხვისი ნაკლის შესამჩნევად არ სცალია.
ამბა სტრატიგის ძმამ ჰკითხა: რატომ განვიკითხავ ძმას? ბერმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეიცანი საკუთარი თავი; ვინც საკუთარ თავს ხედავს, ის ძმის ცოდვებს ვერ ამჩნევს".
არაფერი ისე არ ააშკარავებს ჩვენს სულიერ უწმიდურებას და, ამასთან ერთად, ისე არაფერი მოწმობს ჩვენს უცოდინრობას საკუთარი სულიერი მდგომარეობისას, როგორც - მოყვასის განკითხვა.
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთარ თავთან.