ბერის დიადემა - ციტატები, ამონარიდები
როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება
სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს
კეთილი ყველასთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, - ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე
ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? - ჰკითხეს ბერ გაბრიელს. ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდო... იხილეთ სრულად
ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფეველისაგან შორსა ხარ
შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება
ადამიანი დაუღალავად უნდა მიისწრაფოდეს ღმრთისაკენ. უფალი ამას რომ ხედავს, აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა მისთვის