წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი | გამონათქვამები
წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი. წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.
სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევ... იხილეთ სრულად
მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთის რწმენაზეა დამოკიდებული: იგი ღმერთშია. „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ - ეუბნება მაცხოვარი თავის მამას, - ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვენ შორის ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 21).
ქმნილისთვის უმჯობესია ღმერთს ეკუთვნოდეს. ღმერთი მარადიულია, ყველგანმყოფი, ყოვლისშემძლე, უსაზომოდ სახიერი. მათთვის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, იგია ყველაზე სარწმუნო შემწე და მფარველი.
ვინც ერთხელ მაინც იგრძნო სულიერი სიყვარული, ზიზღით შეხედავს ხორციელ სიყვარულს, როგორც სიყვარულის საშინელ დამახინჯებას.
წინ გიდევს ბრძოლა! წინ გიდევს სიმტკიცის გამოჩენა! შეხედე შენი სიყვარულის საგნებს? მთელი გულით ხარ მიჯაჭვული? მაშ, უარყავი ისინი. ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, სიყვარულის მესაფუძვლე, არა იმისათვის, რომ სიყვარული და საყვარ... იხილეთ სრულად
ითხოვე უფლისაგან გამარჯვება, ითხოვე მუდმივი ლოცვითა და ტირილით, და მოულოდნელად მოიხილავს შენს გულს სული წმიდის მადლი. უეცრად იგრძნობ, თუ რა ტკბილია მტრის სიყვარული.
ყველაფერი შესწირე მსხვერპლად სახარების მცნებების შესრულებას - ასეთი მსხვერპლის გარეშე ვერ შეძლებ მათ დაცვას. უფალმა ხომ უთხრა თავის მოწაფეებს: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი“ (მთ. 16, 25).
ამა სოფლის სიბრძნე, მისი სიმართლე და დაცემულ სულთა სიმართლე მოგთხოვენ, არ დათმო შენი ღირსება და სხვა ხრწნადი უპირატესობები, მოგთხოვენ მათ დაცვას. შენ კი, სახარების წინამძღვრობით, თვით ქრისტეს წინამძღვრობით, მტკიცედ აღუდექი წინ უხი... იხილეთ სრულად
როდესაც საქმით შეუდგები სახარების მცნებების შესრულებას, ამას ჯიუტად აღუდგებიან წინ შენი გულის მეუფენი: შენი საკუთარი ხორციელი მდგომარეობა, რომლის ძალითაც ხორცსა და სისხლს ემორჩილები, და დაცემულნი სულნი, რომლებიც კაცის დაცემულ მდგო... იხილეთ სრულად