ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

სიკეთის ქმნა ადამიანთა თვალწინ იმისათვის, რომ მათი პატივისცემა მოიპოვო, ნიშნავს იმას, რომ მეტისმეტად იაფად შეაფასო საკუთარი თავი და შენი შრომა - ეს იმას ნიშნავს, დაღუპო შენი კეთილი საქმეები ღვთის წინაშე. სიკეთის ქმნა ადამიანთა თვალწინ იმისათვის, რომ

როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ. როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ

შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას, სიტკბოებას კი კაცის ბუნება ეტანება. მთელი კაცობრიობის ცხოვრება ამ ორთა გრძნობათა ბრძოლაა, ერთი მხრივ იბრძვის შრომის სიძულვილი, მეორე მხრივ სიამოვნების სურვილი. შრომა კაცის ბუნებას ეჯავრება და სიამოვნებას

კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (იოანე ოქროპირი, თხზ. ტ. II, გვ. 322–323). კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს

დიდ–კაცობა და მთავრობა არა მოსვენება არის და განცხრომა, არამედ ტვირთი, შრომა და მოღვაწება. არა ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მთავარსა და დიდ–კაცსა, არამედ უკანასკნელი უნდა ზრუნვიდეს და ემსახურებოდეს ქვეყანასა. დიდ–კაცობა და მთავრობა არა მოსვენება არის

კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომას და მოღვაწეობასა, არ მიეფერება თვისსა დაცემულსა ბუნებასა, არამედ წარწყმედს თავის გულში ხორციელსა ზრახვასა და გემოვნებასა, იგი ამით აცხოვნებს სულსა თვისსა. კაცი, რომელი არა ჰზოგავს აქ თავის თავს, არ

აზრების დადუმების უნარს ღმერთი გვანიჭებს, მაგრამ ეს ძღვენი არ გვეძლევა გაძლიერებული შრომის გარეშე. შრომითაც ვერაფერს გახდებით და ღმერთიც არაფერს მოგცემთ, თუ შრომა ყოვლისმომცველი არ იქნება, ეს შეუცვლელი კანონია. აზრების დადუმების უნარს ღმერთი გვანიჭებს

იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობის აღსრულებისთვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა. იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე

თითოეულმა ჩვენგანმა მოთმინებით უნდა აიღოს თვისი საკუთარი ჯვარი, ესე იგი ყოველი, რაც შეემთხვევა მას სიცოცხლეში: შრომა, ჭირი, უბედურება, ვითარცა თვით მაცხოვარმა აიღო თვისი ჯვარი, და ესრეთ შეუდგეს ქრისტეს გზასა და კვალსა. თითოეულმა ჩვენგანმა მოთმინებით უნდა აიღოს

ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3