სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები
იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას სულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება
დიახ, საყვარელნო, ჩვენ სულიერად მკვდრები ვართ; და უფალი ხშირად თვისი ყოვლად შემძლებელი ცხოველი სიტყვით აღგვძრავთ ჩვენი ცოდვილიანთ მკვდარი ძილისაგან. ჩვენს სულს ხშირად ეს მისი ყოვლადგამომაცოცხლებელი სიტყვა ახლაც, ვით ნაინელ ჭაბუკს,... იხილეთ სრულად
ასეთია ჩვენი დაცემული და უცნაური ბუნება: მას არ უყვარს, რომ მისი სისუსტის შეგნება გამოაჩინოს და გამოამჟღავნოს, და ყოველთვის საკუთარ ბრალს მის გარეშე ეძებს და თითქოს ხედავს. ამაყი ვერ ითმენს დამცირებას, და თუ სიამაყემ მიიყვანა იგი ... იხილეთ სრულად
... გამხნევდი, ჩემო შვილო, და აღდექი დაცემული. აღემართე. განურისხდი მაცთურს, იცოდე, რომ იგია მთელი ამ უკეთურების სულისჩამდგმელი. მაგრამ შენ ნება არ მისცე. ებრძოლე
ადამიანი მხოლოდ მაშინ დგას ფეხზე, როცა ღმრთის მადლი მოდის. სხვაგვარად, მადლის გარეშე, მუდამ ტორტმანობს და ეცემა. ასე რომ, გამხნევდი და ოდნავადაც კი არ შეშინდე
... შენ ზეცად აღსვლისთვის ხარ ხმობილი. რა გასაკვირია, ვინც გარბის, იმან წაიბორძიკოს კიდეც. მხოლოდ მოთმინება და სინანული უნდა იქონიოს ყოველ წამს. ამიტომ მუდამ სინანული გმართებს, როცა ცდები. დრო არ დაკარგო. რადგან, რამდენადაც ა... იხილეთ სრულად
მდაბალი ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ დგება, და დაცემა გამარჯვებად შეერაცხება. ამაყი კი ცოდვაში ჩავარდნისთანავე, სასოწარკვეთილებას ეძლევა, და გასასტიკებულს აღარ სურს წამოდგომა. სასოწარკვეთა სასიკვდილო ცოდვაა და სატანას ყველაზე მეტად ... იხილეთ სრულად
გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები