სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელ... იხილეთ სრულად
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კ... იხილეთ სრულად
სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ, ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს ... იხილეთ სრულად
სინდისი მხოლოდ მათ არ განიკითხავს, რომელთაც სათნოების ან ბოროტების მწვერვალს მიაღწიეს.
სინდისი ბუნებრივი წიგნია. ვინც საქმით კითხულობს მას, ის გამოცდილებით შეიცნობს ღვთის მეოხებას.
მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებელად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია.
თუ შენ, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინიდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც მას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ... იხილეთ სრულად
თუ გსურს მუდამ გყავდეს სულის მაცხოვნებელი ხელმძღვანელი, მოუსმინე შენს სინდისს და გადაუდებლად შეასრულე, რასაც იგი ჩაგაგონებს.