თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ...
იხილეთ სრულად
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ შენც მიეცი; ის მისცემს ღატაკებს, მაგრამ გაიღებს კი იგი შენზე თავის წყალობას, რომელიც შენ შეუდარებლად მეტად გჭირდება, ვიდრე - ღატაკს შენი მოწყალება?
ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.
აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო.
არ მახსოვს, მინახავს თუ არა ცხოვრებაში თუნდაც ერთი კეთილისმყოფელი ადამიანი, რომელიც უბედური სიკვდილით მოკვდა. როგორ შეიძლება, იგი ასე მოკვდეს, როდესაც მის ცხონებას ამდენი შუამდგომელი და მლოცველი ჰყავს?