წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ხოლო აწ, ვითარცა იცით და ხედავთ თქვენ ყოველნი, იცვლება და სხვანაირად იწყობა გაზრდა, სწავლა და ცხოვრება ქალთა. როდესაც მე ვხედავ ამ ცვლილებასა და როდესაც წარმოვიდგენ, რომ ცოტა ხანს უკან ეს ცვლილება უმეტესად განვრცელდება, ძველი წესი და წყობილება სრულიად დაუთმობს ადგილს ახალ წესსა და წყობილებასა, უნებრივად გამიჩნდება გულში ფიქრი: უმჯობესნი იქმნებიან ქალნი შემდგომ ესრეთისა ცვლილებისა, ესე იგი უმჯობესნი ქრისტიანენი იქმნებიანა მაშინ ქალნი, ვიდრემდის იყვნენ უწინდელსა მდგომარეობასა შინა? ხოლო აწ, ვითარცა იცით და ხედავთ თქვენ

უწინ და ახლაც კიდევ, უმეტეს ნაწილად აღზრდა ქალისა იყო შინაური. ქალი იზრდებოდა შინ, დედ–მამის მხედველობის ქვეშ; ქალს მისცემდნენ ხელში საღმრთო წერილს, ასწავლიდნენ დავითნს და ჟამნს, საეკლესიო გალობას, წერასა; მიაჩვევდნენ ოჯახის მოვლას, ასწავლიდნენ შინაურს ხელოვნებას; ცხოვრებაცა ქალისა იყო განუყოფლივ შინაური. და ესრეთ ვგონებ, რომ უმჯობესად და კეთილ–გონიერად მოამზადებდნენ მათ მომავლის შინაურის ცხოვრებისათვის, ვინაიდგან იგინი სრულიად შეიტყობდნენ, რაც მოელის მათ და მიეჩვეოდნენ მომავალსა ცხოვრებასა თვისსა. უწინ და ახლაც კიდევ, უმეტეს ნაწილად აღზრდა

მრავალთა განათლებულთა და კეთილგონიერთა დედათა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლეები მათნი, ძმანი, ძენი, ნათესავნი, პატიოსნითა მათითა ხასიათითა და ყოფაქცევითა. შენც ესრეთ უნდა მოიქცე, ქრისტიანე ქალო! როდესაც ხედავ რომელსამე ცუდ ჩვეულებას ანუ ყოფაქცევას შენის მეუღლისას, ანუ ძისა ანუ მახლობელისა კაცისასა, უნდა ეცადო და მოაქციო იგი. რასაკვირველია, რომ მეუღლესა შენსა აქვს შენი სიყვარული; შენც გექმნება გავლენა მასთან. ისარგებლე ამით, რათა მოაქციო იგი ცუდისა ჩვეულებისაგან და ესრეთ კეთილად აღასრულე დიდი იგი მნიშვნელობა, რომელიც მოგცა შენ ქრისტემან. მრავალთა განათლებულთა და კეთილგონიერთა დედათა

ყოველი კეთილგონიერი და ღვთისმოყვარე ქალი განანათლებს და მოაქცევს ყოველთა გარემოს მისსა. იგი მოაქცევს და განამტკიცებს სათნოებასა შინა ყოველთა მისთა მახლობელთა. ერთს კარგს მაგალითს გეტყვი თქვენ ამაზედ: ვიცით ჩვენ ყოველთა, რა დიდი მნათობი იყო მღვდელმთავარი გრიგორი ნაზიანზელი, ღვთისმეტყველად წოდებული. დედა წმიდისა ამის მწყემსმთავრისა იყო სათნო და პატიოსანი ქრისტიანე; გარნა მამა მისი უწინ იყო კერპთმსახური, რომელსა ფრიად სძულდა ქრისტიანობა. დიდი მეცადინეობა და გონიერება იხმარა კეთილმან ამან ქალმან მოქცევისათვის თვისისა მეუღლისა: არ დასცხრებოდა იგი დღე და ღამე ვედრებად და მხილებად მისა; ზოგჯერ მოფერებით, ყვედრებითა და მრისხანებითა, და ყოვლითა სახითა ესოდენი ღონე იხმარა, რომელ მოაქცია და გააქრისტიანა იგი. ესე ვითარი დედანი მრავალნი იყვნენ პირველთა შინა საუკუნეთა. ყოველი კეთილგონიერი და ღვთისმოყვარე ქალი

მრავალგზის მითქვამს მე რა დიდი სიკეთე არის საზოგადოებისათვის, როდესაც მას შინა არიან ქალნი კეთილნი, აღვსებულნი მადლითა ქრისტიანობრივითა. განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებასა არა წარემართების, უკეთუ ქალნი არ არიან განათლებულნი და წინამძღოლნი ყოველსა კეთილსა შინა ზნეობითსა. მრავალგზის მითქვამს მე რა დიდი სიკეთე არის

არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე, ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურეთიერთს შორის კავშირი. ერთი ნაკლულევანება მიიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვისა, რათა მოაწონოს თვისი პირისახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი. „მორცხვედ და ღირსებით შემკობად“ ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა. არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი

გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანას სამკაულსა უმეტესად პატივს სცემს იგი და ეძიებს, ვდრე შინაგანსა ღირსებასა. გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი

საღვთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ ყვნენ მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა. საღვთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა

დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს მიერ დედანო და დანო ჩემნო, ერთს ფრიად დასაძრახვისა და ავის ჩვეულებისადმი, რომელი ერთობ გავრცელებულ არს ყოველთა ქალებთა შორის ქვეყანასა შინა ჩვენსა. რომელი არს ესე ჩვეულება? ფერისა და უმარილის ხმარება. არიან ჩვენ შორის მრავალნი ჩვეულებანი, თუმცა ძველნი, გარნა არა პატივსადებნი, არამედ ღირსნი მოსპობისა და დავიწყებისა; ერთი ამათ ძველთა ჩვეულებათაგანი არის ფერის და უმარილის ცხება პირისახეზედ. ეს ავი ჩვეულება, ერთობ გავრცელებული არის ყოველთა აქაურთა ქალებთა შორის, ვიწყოთ უკანასკნელისა და უღარიბესისა გლეხის სახლისაგან, ვიდრე უპირატესის თავადის სახლადმდე და ეგრეთვე მცირეწლოვანის ასულისაგან, ვიდრე მოხუცებულთა დედათადმდე. დღეს მე მივაქცევ ყურადღებასა თქვენსა, ქრისტეს

წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ესე იგი ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდეს ნამეტანსა შემკობასა თავისა დიდფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა. წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1