სათნოების მოსაგრეობაში წარმატებულთათვის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იგივეა, რაც სანაპიროსთან ახლოს მყოფი წყალქვეშა ქვები, რომლებიც ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდურეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც გადაურჩნენ გემის ჩაძირვ...
იხილეთ სრულად
სათნოების მოსაგრეობაში წარმატებულთათვის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იგივეა, რაც სანაპიროსთან ახლოს მყოფი წყალქვეშა ქვები, რომლებიც ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდურეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც გადაურჩნენ გემის ჩაძირვას მანკიერებათა ტალღებსა და არაწმიდა აზრთა ქარიშხალში.
არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უ...
იხილეთ სრულად
არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უთხრა ძველ დროში ვიღაცამ ძველ დროში დამნაშავეს: "დაგსჯიდი, განრისხებული რომ არ ვიყო".
ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსო...
იხილეთ სრულად
ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსოთ ზღვას, რომლის ზედაპირი ქარიშხლის დროს მრისხანე და საშინელია, მაგრამ სიღრმე წყნარი და უმოძრაოა.
"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი (ეფეს. 4, 26), ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ.