სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ღვთისთვის არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება, რადგან მასში საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება იმალება.
ამპარტავნებით ღმერთს ჩვენს მტრად ვიხდით
თავი აარიდე პატივმოყვარეობას და მომავალ ცხოვრებაში განდიდდები
ნეტარია, ვინც ისე არ განაგებს თავის ცხოვრებასა და საქმეებს, თითქოსდა მხოლოდ ადამიანთაგან და მიწაზე უნდა მიიღოს სანაცვლო!
თუ ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას.
შენს სალანძღავად ჩათვალე ყოველი სიტყვა, რომლითაც თავს იქებ
თუ თავს იქებ, ღმერთი არ შეგაქებს
თუ გსურს, რომ უფალი გიცნობდეს, შეძლებისდაგვარად ადამიანთათვის უცნობად დარჩი.
რასაც არ უნდა ფიქრობდნენ და ამბობდნენ ადამიანები ჩვენს შესახებ, სინამდვილეში ისეთნი ვართ, როგორებსაც ღმერთი გვხედავს.
მნიშვნელოვანია, როგორნი ვართ ღვთის თვალში და არა ის, რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე.