თემა: ბიბლია ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ახალი აღთქმა! ეს წიგნები ყოველთვის თქვენს განსწავლას წაადგება. link
თემა: შური ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს. link
თემა: გონება, წმინდანთა სწავლების კითხვა ძალი საღმრთოთა წიგნთაი განმანათლებელ არს გონებისა და მოსცემს ღმრთისმიერსა შეწევნასა, რომელმან მოიცალოს კითხვად მას შინა link
თემა: შეურაცხყოფა, წყენა ის კი არ არის ცუდი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, არამედ ის, როდესაც შენ აწყენინებ სხვებს, ანდა, როცა წყენის ატანა არ შეგიძლია. link
თემა: მონაზვნობა, წუთისოფელი სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც - ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისგან მღელვარე ზღვას შორის. link
თემა: აღსარება, სულიერი მოძღვარი უჩვენე მკურნალსა წყლულებაი შენი და გამოუცხადე მას ცოდვაი სულისა შენისაი, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინაბასა მიმცემელი link
თემა: რწმენა რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა. link
თემა: ენა ვერ განჰკუეთს მახვილი, ვითარ-იგი განჰკუეთს ენაი, რამეთუ მახვილმან ხორცი ოდენ განჰკუეთის, ხოლო ენამან წარწყმიდნის სულნი და ხორცნი link
თემა: გონება, ღმერთი თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6)და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი? link
თემა: სათნოებები, ღვაწლი უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით. link