წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
94. ნურარას ჰგონებ უდიდებულეს სიბრძნისმოყუარებისა; რამეთუ არს იგი დედა შჯულისა, და თანა-მოსაყდრე ღმრთისა მეუფებისაი
93. სიწმიდით შეიყუარე ღმერთი; რამეთუ წმიდაი არს, და ყოველთა ზედაისა მისსა ყოველივე მეორედად შეგერაცხენ
92. უკუეთუ ბოროტითა რაითმე ჩუეულებითა შეპყრობილ ხარ, მცირედ-მცირედ მოიკუეთე იგი, და თვინიერ მრავლისა შრომისა აღმოჰფხურა ეკალი სულისაი
91. მოსწრაფებითა მრავლითა მიაქციე თუალი შენი საწუთოისა ამისგან; რამეთუ კუამლი ბოროტი შემამრღუეველი არს სულისაი აღმოვალს მიერ
89. პირველ ჭირისაცა იღუწიდ მოგებად მოთმინებისა, რაითა ჰპოო იგი ჭირთა შინა ყოვლადსაჭურველად მომზადებულად
88. ნუ იქმნები სულმოკლე აღსრულებისათვის მცნებათაისა; რამეთუ ესევითართა მათ ურგები შრომაი შრომასა ზედა დაერთვის
87. ესრეთ ჰრბიოდე, რაითა ეწიო, ესე იგი არს დაუცხრომელად. რამეთუ ჯერ-არს სათნოებასა შინა სრბაი, ვიდრე განსლვადმდე ამის საწუთოისა სტადიონით
86. მარადის კეთილთა საქმეთა შინა მოსწრაფე იყავ, ნუსადა კერძო სრულად დამტევებელი მათი წარხვიდე
85. განცხადებულისა ცხორებისა თანა დაფარულთაცა სათნოებათა მიერ განშუენდი; რამეთუ სული არცა სათნოებისაი, არცა სიბოროტისაი დაიმალვის