მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
მოწყალება სიმდაბლით უნდა გაიღო, და ის, ვისთვისაც გასცემ, შენს თავზე უმჯობესად ჩათვალო.
სამყარო მოწყალებამ შექმნა. მოწყალება რომ არა, ამქვეყნიური მართლმსაჯულებით კაცობრიობა დაღუპვისათვის იქნებოდა განწირული.
დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნ... იხილეთ სრულად
სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი: იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი,... იხილეთ სრულად
თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: "გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე" (იგავნი 10,4).
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მ... იხილეთ სრულად