ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები
ოჯახი - ციტატები, გამონათქვამები ოჯახი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რ... იხილეთ სრულად
რა მოუვათ დაოჯახებულ ადამიანებს? ნუთუ მათთვის ზეციური სასუფეველი დაკარგულია? რასაკვირველია, არა. უფალმა ყველა თავის საქმეზე უწინარეს ქორწინების საიდუმლო დაადგინა, იგი გალილეას კანაში აკურთხა.
მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტ... იხილეთ სრულად
მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ, როგორც ინსტიქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთოების ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს “ქორწინებითი კავშირის” დასამყ... იხილეთ სრულად
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად სულიერად გაღატაკდებიან, ... იხილეთ სრულად
ძნელია ღვთის სიყვარულის მოხვეჭა, თუ ჩვენს სიყვარულს არ გავიტანთ ჩვენი პატარა ოჯახის საზღვრებს გარეთ, რათა შევიდეთ დიდ ოჯახში - ადამის, ღმერთის ოჯახში.
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
შინაური ცხოვრება სარკეა, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება გამოიხატება. ქრისტიანებისათვის სახლი, ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა: როგორც ეკლესიაში, ოჯახშიც სიწმინდითა და მორიდებით უნდა იქცეოდე (I, 263-266).
ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქი... იხილეთ სრულად
ნუ დარდობ, რომ ოჯახს მოეკიდე. კარგია და უფრო მაღალი ბერ-მონაზვნობა, ვინაიდან ბერს ფრთები ასხია და ცისკენ მიფრინავს, დაოჯახებული კი მიწაზე დადის, ხმელეთზე. შესანიშნავია ცაში ყოფნა, მაგრამ სახიფათოა, ვინაიდან თუ ჩამოვარდი, ნაწილ-ნაწ... იხილეთ სრულად