ყველა წმიდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმიდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი დაღვარეს; ღირსმა მამებმა ოფლი და ცრემლი დაღვარეს და როგორც სამკურნალო მცენარეების კეთილმა მცოდნეებმა, წარმოგვიდგინეს სულიერი გამოცდილ...
იხილეთ სრულად
ყველა წმიდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმიდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი დაღვარეს; ღირსმა მამებმა ოფლი და ცრემლი დაღვარეს და როგორც სამკურნალო მცენარეების კეთილმა მცოდნეებმა, წარმოგვიდგინეს სულიერი გამოცდილება საკუთარ თავზე. ღვთისა და ადამიანისადმი - ღვთის ხატისადმი სიყვარულის გამო მათ აწამეს საკუთარი თავი, რათა ჩვენთვის თავიანთი სულიერი რეცეპტები დაეტოვებინათ. მათი დახმარებით ჩვენ აღვკვეთთ ბოროტებას, ვმკურნალობთ სულიერ სნ...
ღმერთი იდიდება წმიდანებში, წმიდანები კი იდიდებიან ღმერთით. დიდება, რომელსაც აძლევს უფალი წმინდანებს ისეთი დიდია, რომ ადამიანებმა რომ დაინახონ წმიდანი ისეთი, როგორიც იგი არის, შიშისა და ღვთისმოსაობისაგან დაეცემოდნენ მიწაზე, იმიტომ,...
იხილეთ სრულად
ღმერთი იდიდება წმიდანებში, წმიდანები კი იდიდებიან ღმერთით. დიდება, რომელსაც აძლევს უფალი წმინდანებს ისეთი დიდია, რომ ადამიანებმა რომ დაინახონ წმიდანი ისეთი, როგორიც იგი არის, შიშისა და ღვთისმოსაობისაგან დაეცემოდნენ მიწაზე, იმიტომ, რომ ხორციელ ადამიანს არ შეუძლია აიტანოს დიდება ზეციური გამოცხადებისა. ნუ გაგიკვირდებათ ეს. უფალმა ისე შეიყვარა თავისი ქმნილება, რომ მისცა ადამიანს უხვად სულიწმიდა და სულიწმიდაში გახდა ადამიანი ღმერთის მსგავსი. რატომ უყვ...
ღვთაებრივ მადლს შეიძლება ღვთაება უწოდო. წმიდანი ღვთაებრივი მადლის ზიარი ხდება. ხოლო იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ღვთაებრივი ბუნებისაგან განუყოფელია და განუშორებელი, წმიდანები ერთგვარი მიუწვდომელი და გამოუთქმელი სახით ამ ბუ...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივ მადლს შეიძლება ღვთაება უწოდო. წმიდანი ღვთაებრივი მადლის ზიარი ხდება. ხოლო იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივი მადლი ღვთაებრივი ბუნებისაგან განუყოფელია და განუშორებელი, წმიდანები ერთგვარი მიუწვდომელი და გამოუთქმელი სახით ამ ბუნების თანაზიარნი ხდებიან და ამავდროულად ბუნებით სხვანი რჩებიან.
სხვაგვარნი იყვნენ წარსულის წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოც...
იხილეთ სრულად
სხვაგვარნი იყვნენ წარსულის წმიდა მოწამენი: დღეს რომ ზარავდათ ფიქრი წამებაზე, ხვალ იყვნენ უდიდეს ტკივილთა დამთმენნი და კადნიერი მადიდებელნი იესო ქრისტეს სხეულისა. ყოველივე ეს ღვთის მადლითაა, რომელიც რწმენით, სულის სიმდაბლითა და ლოცვით მოიკრიბება.
სულიწმიდით შეიცნობს ადამიანი უფალს, თავის შემოქმედს. სულიწმიდა თავისი მადლით ავსებს მთელ ადამიანს: მის სულს, გონებას, სხეულს; უფალმა მისცა წმიდანებს თვის მადლი და მათ შეიყვარეს უფალი, მიეკვრნენ მას, რამეთუ სიტკობება ღვთის სიყვარულ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდით შეიცნობს ადამიანი უფალს, თავის შემოქმედს. სულიწმიდა თავისი მადლით ავსებს მთელ ადამიანს: მის სულს, გონებას, სხეულს; უფალმა მისცა წმიდანებს თვის მადლი და მათ შეიყვარეს უფალი, მიეკვრნენ მას, რამეთუ სიტკობება ღვთის სიყვარულისა, არ აძლევს შესაძლებლობას უყვარდეს სამყარო და მისი სილამაზე. თუ დედამიწაზე ასეა, მითუმეტეს ზეცაში, წმინდანები სიყვარულით არიან შეკავშირებული ღმერთთან. ეს სიყვარული გამოუთქმელად ტკბილია, გამოდის იგი სულიწმიდიდან და მთე...
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვ...
იხილეთ სრულად
მხურვალეა ღმერთის სიყვარული. მისი გულისათვის წმინდანები იტანდნენ ტანჯვას და აღწევდნენ სასწაულთმქმედების ძალას. ისინი კურნავდნენ ავადმყოფებს, აღადგენდნენ ხოლმე მკვდრებს, ისინი დადიოდნენ წყალზე, ლოცვის დროს მაღლდებოდნენ ჰაერში; ლოცვით გადმოჰყავდათ ციდან წვიმა. მე კი მინდა ვისწავლო მხოლოდ მორჩილება და ქრისტესმიერი სიყვარული, რათა არავის ვაწყენინო, არამედ ვილოცო ყველასათვის, როგორც საკუთარი თავისათვის.
გზა წმინდანობისა მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებით განეწმიდათ გონება ყოველგვარი წარმოსახვებისაგან; წმინდანები ამბობდნენ: „მე დავიტანჯები ჯოჯოხეთში“. თუ სული მიუსჯის თავის თავს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამასთანავე იმედი ექნება ღმერთის გულმო...
იხილეთ სრულად
გზა წმინდანობისა მდგომარეობს იმაში, რომ მორჩილებით განეწმიდათ გონება ყოველგვარი წარმოსახვებისაგან; წმინდანები ამბობდნენ: „მე დავიტანჯები ჯოჯოხეთში“. თუ სული მიუსჯის თავის თავს ჯოჯოხეთს, მაგრამ ამასთანავე იმედი ექნება ღმერთის გულმოწყალებისა, მაშინ ძალა ღვთისა მოდის სულში და სულიწმიდა ნათლად დაამოწმებს ხსნას. თვითგმობით სული მორჩილი ხდება და უკვე არ არის მასში არავითარი ზრახვა. იგი წმიდა გონებით წარსდგება ღმერთის წინაშე. აი, სიბრძნე სულიერი.
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფა...
იხილეთ სრულად
კეთილი უფალი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავინ გამოჰყავს დასაცინი. თუმცა, მისთვის - გულთამხილავისთვის, ცნობილია ჩვენი შეცოდებანი. არც წმიდანები შეურაცხყოფდნენ არასდროს ცოდვილთ საქვეყნოდ, არამედ სიყვარულით, სულიერი სიფაქიზით და ფარულად ეხმარებოდნენ ბოროტს გამოსწორებაში. ჩვენ კი, თავად ცოდვილნი, საწინააღმდეგოდ ვიქცევით, როგორც თვალთმაქცნი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ გავხდეთ მარტივი მსხვერპლნი გაუგებრობებისა და არ მივიჩნიოთ ბოროტებად ის, რასაც ...
განა ბევრი რამ არის საჭირო ამ ცხოვრებაში? წმიდანები ხომ მცირედითაც კმაყოფილდებოდნენ. ის მცირედი, რაც ბოძებული გვაქვს, ფუფუნებაა იმასთან შედარებით, როგორც წმიდანები ცხოვრობდნენ. გვრცხვენოდეს ჩვენი უგუნურების.