სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.
თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.
ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძიებ.
ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს.
ამბა აგაფონი ამბობდა: "თუ დავინახავ, რომ ჩემ ყველაზე საყვარელ ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან".
მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია.
ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს - იგი ყოველ საათს კლებულობს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს მანამ, ვიდრე მზე ბრწყინვალებს.
მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობს შენთან,|| და თუ ესაუბრები || ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და მომავალი ცხოვრების შესახებ; მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში, ან საერთოდ აღარ მოვლენ... იხილეთ სრულად