მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობს შენთან,|| და თუ ესაუბრები || ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და მომავალი ცხოვრების შესახებ; მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში, ან საერთოდ აღარ მოვლენ...
იხილეთ სრულად
მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობს შენთან,|| და თუ ესაუბრები || ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და მომავალი ცხოვრების შესახებ; მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში, ან საერთოდ აღარ მოვლენ დროის წასართმევად.
უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგ...
იხილეთ სრულად
უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგორც ძვირფასეულობა. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვიყოთ მეგობრისა და საერთოდ, ადამიანის არჩევაში, რომელსაც საკუთარ სულს ვანდობდით.
ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.
უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს