წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან, ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინწინ არ არის გამოცხადებული, არამედ თვით ღმერთმან გამოგვიცხადა იგი დასაბამითგან და ჩვენი საუკუნო ნეტარება არის დამოკიდებული მას ზედა. ათასი სხვა სწავლა აქვს და ჰაზრი კაცსა სხვათა

ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა ცხოვრებისა, მაშასადამე, ჰაზრიცა ჩვენი და სარწმუნოება უნდა იყოს მართალი და მართლმადიდებლი. ჩვენ გვრწამს და ვაღიარებთ, რომელ ღმერთი არის შემოქმედი და მმართველი ყოვლისა ქვეყანისა, რომელმან მოავლინა ძე თვისი გამოხსნისათვის კაცისა, კაცი ცხოვნდება და განათლდება მხოლოდ საშუალებითა სულისა წმიდისათა, ღმერთი მიაგებს ყოველსა კაცსა საქმეთაებრ მისთა. ესე ვითარნი და ამის მსგავსნი ჰაზრნი და სწავლანი არიან საფუძველნი ჩვენის სჯულისა და სასოებისა და არ შეუძლიან ეკლესიასა, რომ არ ამხილოს მათი წინააღმდეგნი, მისთვის რომელ, ვინც გამოსცვლის და წინააღუდგება სწავლასა ამას, იგი საფუძვლიანად არღვევს სჯულსა ჩვენსა. ვინაიდგან გვაქვს სასოება მომავალისა

ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი პირნი: „ვის რა დააკლდება, მე რომ განსხვავებული ჰაზრი მივიღო ღმერთზედ, ანუ სხვა ეკლესიის სწავლაზედ? ჩვენგან ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ვნება არავის მივცეთ და ცუდს საქმეს მოვერიდოთ, სხვებრ რაც გინდა ვიფიქროთ ეკლესიის სწავლათა ზედა, ამით არავის არაფერს არ დაუშავებთო“. არა ძმანო ჩემნო, ესე ვითარი ლაპარაკი და განზრახვა არის წინააღმდეგი, ცრუ და უსაფუძვლო. ვინც ესრეთ განიზრახავს, მას უთუოდ ავიწყდება ერთი რაიმე, სახელდობრ, ავიწყდება რა საგანი აქვს ეკლესიის სწავლას, რისთვის გვამზადებს ჩვენ და გვზრდის, არათუ მხოლოდ ამ სოფლის ცხოვრებისათვის, არამედ და უმეტესად მომავალისა საუკუნოისათვის. ადამიანის არსება და ცხოვრება რომ არ გაგრძელდებოდეს გარეშე ამის სოფლისა, ჩვენ რომ არ გვრწამდეს უკვდავება სულისა ჩვენისა და მომავალი დაუსრულებელი ცხოვრება, მაშინ სწორეთ სულ ერთი იქნებოდა, რაც გინდა ჰაზრი გვქონდეს ღმერთზედ. ესრეთ ფიქრობენ და ამას იტყვიან ზოგიერთნი

მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან ამ სიტყვებით: "თუ მართლა საღვთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა ზნეობასა და ყოფა-ქცევასა?". თუ კაცი ამბობს მორწმუნე ვარ და საქმით კი არ ერიდება ცოდვას, იგი სიტყვითაც ვეღარ გაამტყუნებს ურწმუნო კაცსა; ამისათვის გლოცავთ თქვენ, ძმანო, გაფუცებ, თვით ცხოვრებითა თქვენითა აჩვენოთ ურწმუნოთა კაცთა, რა საუნჯე არის ცხოველი სარწმუნოება კაცისათვის. ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, შეგვეწიე, რათა თვით ცხოვრება მორწმუნეთა შენთა გაამტყუნებდეს და შეარცხვენდეს ურწმუნოთა კაცთა. ამინ. მეშინია ძმაო, ჩემო, რომ არ გაგვამტყუნოს ჩვენ

თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს. თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი

თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთისოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდებაო. სინიდისი დაფუძვნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. სარწმუნოება და სიწმიდე საჭირო არის კაცისათვის. თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი

ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთმინებასა, იძულებასა, ესე იგი, სათნოება და სიწმიდე? თუკი ახლაც, როდესაც რომ ცალკე ჩემი სარწმუნოება ხან მაშინებს, ხან მაწვალებს, ხან მანუგეშებს და მით შემაძულებს ცოდვასა, ცალკე სამოქალაქო სჯული ცოდვის და უსჯულო საქმისათვის მექადნის სასჯელსა, ცალკე თვით ჩემი ჭკუა და სინიდისი მამხილებს, რომ მოვერიდო ცუდ საქმეს, მაინც ვხედავ, რომ ცოდვა ძლიერია ჩემს ბუნებაში, იგი მაინც ხშირად წამიტაცებს მე, რაღა იქმნება და რაღა აღმიკრძალავს მე ცოდვის მოქმედებას, თუ სარწმუნოება აღარ არის ჩემს გულში? ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე

პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპარაკე ამტკიცებს ვითომც შეიძლება, რომ სარწმუნოება ანუ ღვთის სჯული არ ჰქონდეს კაცსა, და ზნეობით, ანუ ყოფა–ქცევით კი იყოს წმიდა და სათნო. მაგრამ ვისაც არა აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი ვერაოდეს ვერ შეიძენს წმიდასა ზნეობასა, ანუ სათნოებასა. პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი

ვისაც არა აქვს სარწმუნოება ცხოველი, მას არცა წმიდა ზნეობა ექნება ვისაც არა აქვს სარწმუნოება ცხოველი, მას არცა

განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ მოძღვართა თქვენთა, განგვაღვიძებს, რათა უმეტესთა ბეჯითობითა გასწავლიდეთ თქვენ და განგამტკიცებდეთ საღმრთოსა შინა სჯულსა. განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ მოძღვართა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1