წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

აქედგან ისწავლე შენცა (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული მეზვერისა და ფარისევლის იგავი, შდრ. ლუკა 18.10), ძმაო, ის, რომ არ დააკმაყოფილო თავი შენი მხოლოდ რომელთამე მცირეთა, გარეგანთა მცნებათა აღსრულებითა. ის შინაგანი კმაყოფილება და თავის ქება, რომელსა ჰგრძნობდა იგი (ფარისეველი), იყო ნიშანი მისისა უმეცრებისა და უგუნურებისა. ამით როგორ უნდა იქადოდეს კაცი, რომ ორჯერ იმარხა და ათეული შესწირა! დიახ, ესეც არის საჭირო აღასრულოს კაცმა, რადგანაც სჯული და ჩვეულება გვიბრძანებს, გარნა კაცი გონიერი როგორ დაკმაყოფილდება ესრეთითა მცირე საქმითა! იგი ცდილობს, რომ შეიწყნაროს, მიითვისოს და შთაინერგოს თვის გულში სჯული და არა მხოლოდ ასო–ასო მისი. ღირსი და წმიდა მამანი, როდესაც უმრავლესთა წელთა ცხოვრებისათა გაატარებდნენ გასაოცართა შინა მოღვაწებათა და ქველის საქმეთა, მაშინაც არ იყვნენ კმაყოფილნი თავის თავისა, მაშინაც ამტყუნებდნენ და ჰკიცხავდნენ თავის თავს, მაშინაც იყვნენ ეჭვში: აღასრულესა მათ თვისი მოვალეობა და მიემთხვიენა იგინი ნეტარსა აღსასრულსა? აქედგან ისწავლე შენცა (იგულისხმება მაცხოვრის

ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია თავის თავზე, მას არა თუ არაფერი არ აწუხებს, არამედ იგი გახარებუილ არის თავის კარგ კაცობაზე. ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია

ათასში ერთი კაცი არ არის, რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი იყოს დაფუძვნებული შინაგანსა გრძნობასა. რუსეთში მყოფობასა შინა, ჩვენ ვნახეთ, რომელ იქაურნი ვაჭარნი კაცნი საზოგადოდ არიან ღვთისმოყვარენი და პატიოსნის ყოფაქცევის მექონნი; გარნა ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ არიან უმეცარნი, რომელ, როდესაც მთელი დღე მრავალნი პირნი მოატყუვეს ვაჭრობაში, საღამოს დიდ სანთელს აანთებენ წინაშე წმიდისა ხატისა და იტყვიან: "დღეს ბევრი კაცი მოვატყუვეო, ცოდვაში ვარო". განსაცვიფრებელი არის ეს უმეცრება. გარნა ჩვენ ქვეყანაში ამაზე უსაშინელესსა რაიმეს გაიგონებ, რომ კაცი მდიდარი, ცოლ-შვილის პატრონი, ყოველ დილით წაიკითხავს დაუჯდომელს და თითონ კი არ იშლის არა-წმინდებასა და ბილწებასა. ერთი სიტყვით, საშინელი იგი ცომი ფარისევლობისა ჰსუფევს ქრისტიანეთაცა შორის და მეტად საჭირო არის, ხშირად ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა. ათასში ერთი კაცი არ არის, რომლისა სიტყვა და

"ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და მწიგნობართა", - ესრედ აფრთხილებდა მაცხოვარი მოციქულთა. იხილე, რასა იტყვის მოციქული პავლე: "მცირემან ცომმან ყოველივე შესვარული აღაფუვნის" (გალ. 5.9). თუ მცირე იგი ცომი ფარისევლობისა შეგეპარა გულში, ყოველთა შენთა საქმეთა და სიტყვათა ცუდს გემოს მისცემს. ამისთვის ეცადე, რომ ყოველი შენი საქმე იყოს გულწრფელობით განწმენდილისა გონებისაგან, პირუთნეველი. "ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, - გვარიგებს იგივე მოციქული პავლე, - გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა" (კოლ.3.23). ყოველი საქმე გულითადად აღასრულე, ნუ გაურევ ნურც საქმეში, ნურცა სიტყვაში მზაკვრობასა და ფარისევლობას. ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და

ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორადაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით. ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში

მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმინდესი და უმაღლესი სჯული. გარნა ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამა საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყანისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი მპყორბელი ცისა და ქვეყანისა მეორმოცისა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლად წმიდისა დედისა თვისისაგან იქმების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა – ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა. მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ

ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ–შვილს რჩენა უნდაო, სხვანი ჩემზედ უარესად იღებენო, სუყველანი ასრე შვრებიანო, მე მართალ მხარეს მაინც ვიმსახურებო, სხვანი მართალ და მტყუან მხარეს გამოაგლეჯენო. რა არის ესრეთი თავის გამართლება, თუ არა ფარისევლობა? ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის

ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინდისთან, დააჩუმებს თვისს სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებათა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომელთამე არა შესანდობელთა მიზეზთათვის. ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი

ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელი. ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი

რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნება მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგივე აღასრულებდა იმ საქმეს, რომელსაცა ეგრეთ განიკითხავს. მაგალითებრ, რავდენი იქმნება ჩვენ შორის ისრეთი პირი, რომ, როდესაც შემთხვევა არა აქვს და არ შეუძლიან ქრთამის აღება, მაშინ გულმოსული და გაფიცხებული სწყევლის ქრთამსა და ქრთამის ამღებსა, გარნა, როდესაც მიეცა შემთხვევა, თითონ სხვაზედ უარესად იწყებს ქრთამის აღებასა. რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1