კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წინამძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი.
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება. მშვიდთა დაიმკვიდროს ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან.
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებისა და მზაკვრობას მოიმოქმედებს. მშვის სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს.24.9) და უმეტესად განაბრძნობს მათ... იხილეთ სრულად
უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით.
მრისხანე და მზაკვარი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა. თუ პირველს გაუხსნი გულს - იქ განკითხვას იპოვი, ხოლო თუ მეორის გულს გამოიძიებ, იქ მზაკვრობას ნახავ
მზაკვრობა არის სამართლიანობის გარყვნა, გონების განდიდება, საკუთარი თავის ამაოდ გამართლება - კეთილი განზრახვის მომიზეზებით, ცრუ ფიცი, ორაზროვანი სიტყვა, გულდახურულობა, პირფერობის უფსკრული, სიცრუის ჩვეულება, ბუნებად გადაქცეული თვითგ... იხილეთ სრულად
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვ... იხილეთ სრულად
ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობს... იხილეთ სრულად
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთი... იხილეთ სრულად
ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად ... იხილეთ სრულად