ზეცათა სასუფეველი მწუხარებებით მოიპოვება. წმ. წერილი ამბობს: "განვვლეთ ჩვენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩვენ განსასვენებელად" (ფსალმ. 65,12)... ვისაც სურს, ღმერთს სათნო-ეყოს, წინ მრავალი ტანჯვა უდევს
სულის გონიერების ნიშანია, როდესაც კაცი საკუთარ გულში იკეტება და იქ ლოცულობს... თუ ვინმეს სულის მშვიდობა აქვს მოპოვებული, ის თითქოს ჩამჩით ხაპავს სულიერ ძალებს... წმ. მამები, რომლებიც ფლობდნენ ამ მშვიდობას და ღმრთის მადლით იყვნენ გ...
იხილეთ სრულად
სულის გონიერების ნიშანია, როდესაც კაცი საკუთარ გულში იკეტება და იქ ლოცულობს... თუ ვინმეს სულის მშვიდობა აქვს მოპოვებული, ის თითქოს ჩამჩით ხაპავს სულიერ ძალებს... წმ. მამები, რომლებიც ფლობდნენ ამ მშვიდობას და ღმრთის მადლით იყვნენ განათლებულნი, დიდხანს ცოცხლობდნენ. ეგევე მშვიდობა, როგორც ფასდაუდებელი საუნჯე, უფალმა დაუტოვა თავის მოწაფეებს სიკვდილის წინ ამ სიტყვებით: "მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ" (ინ. 14,27)
link
როდესაც ერისკაცთა შორის ყოფნა გიხდება, სულიერ საკითხებზე ლაპარაკს ერიდე, მით უმეტეს, თუ მათ, მოსმენის ვერავითარ სურვილს ვერ ატყობ. თუკი საღმრთო საგნების შეცნობით თვითონაც განღმრთობას მიაღწიე, გულის სიღრმეში დაფარე წმ. საიდუმლო უმე...
იხილეთ სრულად
როდესაც ერისკაცთა შორის ყოფნა გიხდება, სულიერ საკითხებზე ლაპარაკს ერიდე, მით უმეტეს, თუ მათ, მოსმენის ვერავითარ სურვილს ვერ ატყობ. თუკი საღმრთო საგნების შეცნობით თვითონაც განღმრთობას მიაღწიე, გულის სიღრმეში დაფარე წმ. საიდუმლო უმეცართაგან. სახარება გვასწავლის, რომ არ არის სწორი სულიერი მარგალიტის - წმინდა, ნათლით მოსილი, ძვირფასი სამკაულის - ღორების წინაშე დაყრა: "ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დ...
link
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო. ჩვენც მთელი ზრუნვა სულს...
იხილეთ სრულად
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო.ჩვენც მთელი ზრუნვა სულს უნდა დავუთმოთ, ხორცი კი მოვამაგროთ მხოლოდ იმისათვის, რომ იგი სულის განმტკიცებას შეეწეოდეს
link
იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და დავინახოთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გავემიჯნოთ ხილულ საგნებს. სული წინასწარ სინანულით და კეთილი საქმეებით განვიწმინდოთ, მერე კი სარწმუნოებით შევიჭურვოთ, ხორციელი თვალი დავხუჭოთ და გონე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და დავინახოთ, რაც შეიძლება მეტად უნდა გავემიჯნოთ ხილულ საგნებს. სული წინასწარ სინანულით და კეთილი საქმეებით განვიწმინდოთ, მერე კი სარწმუნოებით შევიჭურვოთ, ხორციელი თვალი დავხუჭოთ და გონება გულში ჩავკეტოთ, იქიდან კი განუწყვეტლივ მოვუხმოთ უფალ იესო ქრისტეს. და მაშინ, სულის სიმხურვალისა და გულმოდგინების კვალდაკვალ, ადამიანი ქრისტეს ქსენებაში პოვებს ტკბობას, რომელიც მასში ზეგარდამო განათლების სურვილს აღძრავ...
link
არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მ...
იხილეთ სრულად
არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე და უცხოთაგან იცევ მონა შენი" (ფსალმ. 18,13-14)
link
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუ...
იხილეთ სრულად
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა" (ფსალმ. 91,12). არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: ...
link
ვისაც საღმრთო სათნოებისადმი სიყვარული აქვს, იმან ყოველ წამს უფლის სახელი უნდა ახსენოს და გულმოდგინედ შეასრულოს მისი სიტყვები