წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
მოყვასის განკითხვით შენ მასაც ზიანი მიაყენე, ვინც გისმენდა. თუ ის ცოდვილია, უდარდელი ხდება, როდესაც ცოდვაში თანამზრახველს იპოვის; ხოლო თუ მართალია, ამპარტავნებაში ვარდება და სხვისი ცოდვის გამო ამაყდება, რაც საბაბია იმისთვის, რომ დ... იხილეთ სრულად
საკუთარი ენა ღვთის სადიდებლად მივმართოთ. ყოველდღიურად გავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრების განსჯა კი მივანდოთ მას, ვინც ზუსტად უწყის დაფარული.
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზედ გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.
ერთმანეთის დასადანაშაულებლად ყოველთვის მზად ვართ, იმის გამოსწორებას კი, რაშიც თვითონ ვართ დამნაშავენი და სასჯელს ვიმსახურებთ, ყოველთვის ვაყოვნებთ.
ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს.